ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თბილისი საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს-ფორუმს უმასპინძლებს
26 ივნისი, 2017, 15:49
თბილისი საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს-ფორუმს უმასპინძლებს

თბილისი (GBC) - 3 ივლისს,  10:00-ზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება.

ყაზახეთის ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტს ორგანიზებას  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა,  სს „ყაზახ-ინვესტი“ და ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციების და განვითარების სამინისტრო  უწევენ.

პირველ ნაწილში გაკეთდება  ყაზახური კომპანიების პრეზენტაციები, ღონისძიების მეორე ნაწილში კი ორი ქვეყნის ბიზნეს-სექტორს საშუალება ექნება სექტორების მიხედვით ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები გამართოს და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებთან ისაუბროს.

ყაზახურ ბიზნეს-დელეგაციაში რამდენიმე სექტორია წარმოდგენილი: საკვები პროდუქტები, სამშენებლო მასალები, საინჟინრო სექტორი, ფარმაცევტიკა, მეტალურგია, შეფუთვა  და ქიმწმენდა. დელეგაციის შემადგენლობაში 20-მდე ყაზახური კომპანიაა წარმოდგენილი.  ამ დროისთვის ფორუმზე დასწრებისა და ბიზნესის ორმხრივ შეხვედრებში მონაწილეობის სურვილი 40-მდე ქართულმა კომპანიამ გამოთქვა.

საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობის მსურველ ქართულ კომპანიებს 29 ივნისამდე საშუალება აქვთ დარეგისტრირდნენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვებ-გვერდზე: www.gcci.ge

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები