| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „ჯორჯიან მანგანეზი“ მაისში ექსპორტის შემცირების მიზეზს განმარტავს.
კომპანიის სპეცმმართველის ცნობით, ფეროშენადნობების ექსპორტის შემცირება მაისში საწარმოს 14 დღიანმა გაჩერებამ გამოიწვია, რისი მიზეზი წინა მენეჯმენტის მიერ სარეზერვო ელექტროენერგიის ღირებულების გადაუხდელობა გახდა, რის გამოც, საწარმოს ელექტროსისტემამ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა.
„საწარმოს გაჩერებამ გამოიწვია წარმოების მოცულობის 11 179 ტონამდე კლება და შესაბამისად, საექსპორტოდ გადატვირთვის 4 131,87 ტონამდე შემცირება“, - ნათქვამია GBC-სთვის მოწოდებულ წერილში.
სპეცმმართველის ცნობით, ვითარება უკვე გამოსწორდა და შედეგად, 23 ივნისის მონაცემით, ტრადიციულ პარტნიორებთან საექსპორტოდ გადატვირთულია 17 943,690 ტონა სილიკომანგანუმი.
2017 წელს, შპს „ჯორჯიან მანგანეზიდან“ საექსპორტოდ გადატვირთვების დინამიკა კი შემდეგია:
- იანვარი 14 003,023 ტონა;
- თებერვალი 22 003,203 ტონა;
- მარტი 20 859,530 ტონა;
- აპრილი 18 173,515 ტონა;
- მაისი 4 131,870 ტონა;
- ივნისის 23 დღე 17 943,690 ტონა;
- სულ: 97 114,831 ტონა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss