| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 24 ივნისს კანადაში კვებეკის ეროვნული დღე და ამავე დროს ფრანგულად მოსაუბრე კანადელების დღეა, შოტლანდიაში დამოუკიდებლობის დღეს, ეკვადორში კი, სან ხუან ბაუტისტას დღე აღინიშნება. სხვა მოვლენები რადიო "თანამგზავრმა" გაიხსენა:
1314 : ბენოკბერნესთან ბრძოლაში შოტლანდიის მეფე რობერტ ბრიუსმა დაამარცხა ინგლისელების ჯარი ედუარდ II-ს მეთაურობით და აღადგინა შოტლანდიის დამოუკიდებლობა.
1497 : ჯონ კაბოტმა კანადა (ნიუფაუნდლენდი) აღმოაჩინა.
1793 : საფრანგეთის კონვენტმა მიიღო პირველი დემოკრატიული კონსტიტუცია, (რომელიც არ ამოქმედებულა) საფრანგეთი რესპუბლიკად გამოცხადდა.
1812 : ნაპოლეონის ჯარმა მდინარე ნემანი გადალახა და შეიჭრა რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე.
1901 : პარიზში გაიხსნა 19 წლის ბარსელონელი მხატვრის პაბლო რუის პიკასოს გამოფენა.
1930 : კოლუმბიის ოლქში, ანაკოსტიაში, თვითმფრინავის აღმოსაჩენად პირველად გამოიყენეს რადარი.
1935 : თბილისში, მუშტაიდის ბაღის ტერიტორიაზე გაიხსნა საბჭოთა კავშირში პირველი საბავშვო რკინიგზის ხაზი.
1951 : ტელეკომპანია სიბიესმა „CBS“ დაიწყო პირველი, ფერადი, კომერციული მაუწყებლობა.
1963: ინგლისში, ბი ბი სის სტუდიაში პირველად წარმოადგინეს საყოფაცხოვრებო ვიდეომაგნიტოფონი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss