| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს პირველი რობოტი თანამშრომელი ჰყავს.
Marketer-ის ცნობით, რობოტი თანამშრომელი – უნა ილიაუნში 22 ივნისიდან გამოჩნდა.
ჩეთბოტი საუნივერსიტეტო სერვისების გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა და მას ილიაუნისთან დაკავშირებულ შეკითხვებზე შეუძლია პასუხის გაცემა.
აღსანიშნავია, რომ უნაბოტი პირველი ციფრული პრეცედენტია ქართულ საუნივერსიტეტო სერვისებში.
ამჟამად, უნა ღია სატესტო რეჟიმშია, პირველად იწყებს ხალხთან საუბარს და მასთან კომუნიკაცია შემდეგ ბმულზეა შესაძლებელი: http://unabot.iliauni.edu.ge/Home/Chat
„ილიაუნი საკმაოდ დიდი უნივერსიტეტია. მიუხედავად იმისა, რომ ვებგვერდი მოწესრიგებულია, სტუდენტური სერვისები განვითარებული, ხშირად დასმული შეკითხვების პასუხები გაწერილი, ძალიან ხშირად, დახურულ ჯგუფებში, დღეში ასეულობით ერთი და იმავე შინაარსის შეკითხვას ვიღებთ. ადამიანებისთვის პასუხის ამოკითხვაზე უფრო მოსახერხებელია დასვან შეკითხვა, როცა მათ ამ კითხვაზე პასუხი სჭირდებათ და მიიღონ ამ კითხვაზე პასუხი კომპეტენტური პირისგან – მოკლედ ორმხრივი კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია და მას ვერაფერი ცვლის. მეორე მხრივ, რთულია ასეულობით, ათასობით შეკითხვაზე პასუხის გაცემა, დაგვიანების გარეშე, ზუსტად მაშინ, როცა ადამიანს ამ კითხვაზე პასუხი აინტერესებს და სჭირდება. უნა სწორედ ამ მიზნით შეიქმნა – მას ილიაუნისთან დაკავშირებულ შეკითხვებზე შეუძლია პასუხის გაცემა“, - აცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ანა კვანჭილაშვილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss