| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
თბილისი (GBC) - ზუგდიდში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა.
საუბარი DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციას შეეხო.
შეხვედრაზე ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლებმა DCFTA-ს ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, სხვადასხვა სახელმწიფო-საგრანტო პროგრამებზე, DCFTA-ს გამოწვევებსა და პერსპექტივებზე, მათ შორის DCFTA-ს სანიტარიული და ფიტოსანიტარიული მოთხოვნებზე ისაუბრეს.
" შეხვედრის მონაწილეებს მივაწოდეთ ინფორმაცია აღნიშნული შეთანხმების ძირითად საკითხებზე, რომელიც უკავშირდება სოფლის მეურნეობის, საბაჟო სფეროს და სხვა მიმართულებებს, მათ შორის, ადგილობრივი პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე შეღწევადობას, იმ წარმატებულ მაგალითებს, რომლებიც გვაქვს უკვე ახალი პროდუქტების ბაზარზე განთავსების მიმართულებით. ასევე ჩვენ მოვისმინეთ კერძო სექტორიდან ის საჭიროებები, რომლებიც მათ აქვთ ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის წარმოებასა და გატანასთან დაკავშირებით“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძე.
„ჩვენ მზად ვართ ფერმერებთან ერთად განვიხილოთ ის პრობლემები, რასაც ისინი აწყდებიან პროდუქციის წარმოების, ექსპორტისა და სტანდარტების დანერგვის დროს. შემდეგ ,შესაბამისმა უწყებებმა უნდა გავითვალისწინოთ ეს პრობლემები და ჩვენი პოლიტიკის დაგეგმის დროს განვსაზღვროთ ახალი მიმართულებები“ - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის შეხვედრები სისტემატურად იმართება რეგიონებში და მიზნად ისახავს მეწარმეების ინფორმირების გზით, მათი ჩართულობის უზრუნველყოფას DCFTA-ს განხორციელების პროცესში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss