| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 23 ივნისს საერთაშორისო ოლიმპიური დღეა, ესპანეთში წმინდა ხუანის დღესასწაული, ყაზახეთში კი, პოლიციის დღე აღინიშნება.
23 ივნისი ისტორიაში გასულ წელს ბრიტანეთის რეფერენდუმითაც შევიდა - დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებმა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირეს მხარი. ბლოკიდან გასვლის პროცედურა უკვე დაწყებულია ... სხვა მოვლენები რადიო „თანამგზავრმა“ გაიხსენა:
1724 : კონსტანტინოპოლში რუსეთსა და თურქეთს შორის დადებული ხელშეკრულებით, რუსეთმა კასპიის სანაპირო შეინარჩუნა, თურქეთმა კი - თბილისი და ერევანი.
1803 : მდინარე სენაზე რობეტ ფულტონმა წარმოადგინა პირველი თბომავალი გემი.
1846 : ბელგიელმა ადოლფ საქსმა მიიღო პატენტი საქსაფონის გამოგონებისთვის.
1860 : შეიქმნა აშშ-ის საიდუმლო სამსახური.
1868 : კრისტოფერ ლეტემ შოულზმა დააპატენტა საბეჭდი მანქანა, რომლის კლავიატურა როიალს მოგაგონებდათ ბეჭდავდა მხოლოდ დიდი ასოებით და ამასთან ადამიანი ვერ ხედავდა დაბეჭდილს ვინაიდან ფურცელი პლანშეტის ქვეშ იყო მოქცეული.
1894 : პარიზში, პიერ დე კუბერტენის ინიციატივით შეიქმნა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი.
1990: დაიწყო ყირიმელი თათრების დაბრუნება ისტორიულ სამშობლოში.
1998 : პირველად მსოფლიოში ჩატარდა ადამიანის ტვინის უჯრედების გადანერგვის ოპერაცია.
2004 : იაპონიის სამთავრობო კომისიამ დასაშვებად ცნო ადამიანის ემბრიონის კლონირება სამეცნიერო მიზნებისთვის.
2016 : დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ რეფერენდუმზე ხმა მისცა ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოსვლას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss