ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
დღეიდან, ვითიბი ბანკის თასზე, საცხენოსნო ტურნირი იწყება
23 ივნისი, 2017, 10:33
დღეიდან, ვითიბი ბანკის თასზე, საცხენოსნო ტურნირი იწყება

თბილისი (GBC) - 23 -დან  25 ივნისის ჩათვლით სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთის“ ტერიტორიაზე გაიმართება   მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი ვითიბი ბანკის თასზე - VTB CUP.  

შეჯიბრში წარმოდგენილი  იქნება - წინაღობათა გადალახვა. ტურნირის გენერალური სპონსორია ვითიბი ბანკი. ტურნირის ორგანიზატორია  საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია. 

ტურნირის ორი ეტაპი 23 და 24 ივნისს გაიმართება, ხოლო ფინალური ეტაპი 25 ივნისს ჩატარდება.

ტურნირში მონაწილეობას იღებენ მხედრები: საქართველოდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან,  აზერბაიჯანიდან და ირანიდან. 

“ვითიბი ბანკი აქტიურად აგრძელებს ქართული სპორტის მხარდაჭერას, ვითიბის თასზე ტურნირი უკვე მეოთხე წელია იმართება და ყოველწლიურად სულ უფრო მასშტაბური ხდება. წელს პირველად ტურნირი არა თბილისის იპოდრომზე არამედ კაჭრეთში იმართება. მოხარულები ვართ, რომ ხელს უწყობთ ამ ულამაზესი სპორტის განვითარებას და უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას“, - აცხადებს ვითიბი ბანკის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ბარკალაია.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები