| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ქართლის ქარის ელექტროსადგურის IPO-ს საფონდო ბირჟის განვითარებისთვის დადებითად აფასებს ცნობილი საინვესტიციო ბანკირი არჩილ გაჩეჩილაძე.
Georgia Global Utilities -ის (GGU) აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ მასშტაბი დიდი არ იქნება და უცხოელი ინვესტორების დიდი ინტერესიც არ არის მოსალოდნელი, თუმცა როგორც პირველი ნაბიჯი, დადებით მოვლენად ფასდება.
ამბობს, რომ საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის აქციების მიმართ GGU-ს ინტერესი არ აქვს, ვინაიდან ფოკუსირებული თავისი პროექტების განვითარებაზე და აქტივის 100%-იანი შესყიდვაზე.
კითხვაზე თავად თუ შეიძენს აქციებს, ამბობს, რომ ამ გადაწვყვეტილებისთვის აქციების ფასის ცოდნა და შეთავაზებაზე მეტი ინფორმაცია სჭირდება.
„ეს IPO გვაჩვენებს, როგორია ინტერესი და რა განვითარება ექნება ამ მიმართულებას“, - ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.
ელექტროსადგურის მშენებლობისთვის ჯამში 34 მილიონი აშშ დოლარია დახარჯული, ექსპლუატაციაში გაშვებიდან გამომუშავებული და მიწოდებული ელექტროენერგია კი, 47.6 მლნ კილოვატ საათს შეადგენს. 10 წლის განმავლობაში გამომუშავებულ ელექტროენერგიას ესკო შეიძენს გარანტირებული საფასური 1 კვტ.სთ -ზე 6.89 ცენტია.
რა მოცულობის იქნება აქციების საჯარო შეთავაზება, 100% გამოდის საფონდო ბირჟაზე, თუ კომპანიის მხოლოდ ნაწილი ჯერ უცნობია. დეტალებზე IPO დაანონსებისას პრემიერ-მინისტრს არ უსაუბრია.
კვირიკაშვილმა მხოლოდ ის თქვა, რომ საჯარო შეთავაზებით იქმნება პრეცედენტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს პროექტში წილის შეძენის შესაძლებლობას აძლევს.
„ეს არის ძალიან კარგი პრეცედენტი, რომელიც ერთადერთი არ იქნება. ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ არაერთ ნაბიჯს გადავდგამთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss