| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Georgian Airways –ი ლონდონის ავიარეისების სიხშირის გაზრდას გეგმავს, ბარსელონაში ფრენის დაწყება კი, გადავადდა.
კომპანიის დირექტორის გივი დავითაშვილის განცხადებით, ლონდონის მიმართულებით განიხილება რეისების კვირაში 3-ჯერ შესრულება, კერძოდ, უკვე არსებულ ორშაბათის და შაბათის რეისს, ხუთშაბათიც დამატება.
„როგორც იცით, ახალი მიმართულებით რეგულარული რეისები დავიწყეთ და ახლა ბორტების გადანაწილება მიმდინარეობს. ერთი თვითმფრინავი უკვე ჩამოგვივიდა, Embraer 190 ტიპის საჰაერო ხომალდი და ახლა მეორეს, Boeing-ს ველოდებით“, - განუცხადა GBC-ის გივი დავითაშვილმა.
მისი თქმით განიხილება პარიზის მიმართულებით ფრენის დაწყება, ასევე არ არის დღის წესრიგიდან მოხსნილი ბარსელონა, თუმცა ჯერ არც კონკრეტული გადაწყვეტილებაა მიღებული.
„ჩარტერი, რომელიც 5 ივლისიდან უნდა დაგვეწყო ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დაკვეთა იყო, რომელიც კომპანიამ გააუქმა, როგორც ჩანს, ბილეთები ვერ გაყიდა. ჩვენ ბაზარს ვსწავლობთ, ვაკეთებთ ანალიზსს, რამდენად რენტაბელური იქნება ეს მიმარულება კომპანიისთვის", - აცხადებს გივი დავითაშვილი, აღნიშნავს, რომ სწორედ, ამ ანალიზზე იქნება დამოკიდებული რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომპანია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss