ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში კიდევ 400-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა
22 ივნისი, 2017, 12:21
საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში კიდევ 400-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა

თბილისი (GBC) -  მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში კიდევ 400-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა.

დევნილები ბინებს თბილისში, ბორჯომში, ფოთში, ზუგდიდსა და ახალციხეში მიიღებენ.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში მთავრობამ საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 15 ათასამდე დევნილ ოჯახს გადასცა და ეს პროცესი გრძელდება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ადამიანებს შევუქმნათ შეგრძნება, რომ პირველ რიგში მათ ექნებათ მუდმივი ჭერი და ეს იქნება მათი საკუთრება, მაგრამ ასევე მინდა ვთქვა, რომ არც ერთ ჩვენგანს არ ეპარება ეჭვი, რომ ეს არ იქნება მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ყველას გვაქვს ამის იმედი და არა მხოლოდ იმედი, არამედ, ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადაწყდეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ, აფხაზების დაბრუნებას, ოსების დაბრუნებას და შევძლებთ იმასაც, რომ საქართველო აუცილებლად გაერთიანდება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები