ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ქარის ელექტროსადგურის აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდება
22 ივნისი, 2017, 12:00
ქარის ელექტროსადგურის აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდება

თბილისი (GBC) - ქართლის ქარის ელექტროსადგურის აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდება, - საჯარო შეთავაზებით იქმნება პრეცედენტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს პროექტში წილის შეძენის შესაძლებლობას აძლევს.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პრივატიზაციის ასეთი ფორმა მნიშვნელოვნად წაახალისებს პირველ რიგში საფონდო ბირჟას და ამავდროულად, საშუალებას მისცემს ადგილობრივ ინვესტორებს, შეიძინონ წილი პროექტში.

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ჩართულობის შეგრძნება იმ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ. ასევე, ადგილობრივ ინვესტორებს მიეცემათ შანსი, შეიძინონ ამ პროექტის აქციები, ვინაიდან მომზადდება პროექტი ადგილობრივ საფონდო ბირჟაზე საჯარო შეთავაზებისთვის. ეს არის ძალიან კარგი პრეცედენტი, რომელიც ერთადერთი არ იქნება. ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ არაერთ ნაბიჯს გადავდგამთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერი მიიჩნევს, რომ მწვანე ენერგიის ათვისება უნდა გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი უნდა გახდეს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველომ სწორად აითვისოს ჰიდროენერგიის მიმართულებით არსებული პოტენციალი, თუმცა აქცენტი გასაკეთებელია ქარისა და მზის ენერგიაზეც, რომელიც, ტექნოლოგიური განვითარებიდან გამომდინარე, საკმაოდ იაფდება.

პრემიერ-მინისტრმა ქარის ელექტროსადგურის პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის ენერგეტიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, EBRD-ს და საქართველოს ენერგეტიკის განვითრების ფონდს მადლობა გადაუხადა და გამოთქვა რწმენა, რომ პროექტის აქციები ადგილობრივ საფონდო ბირჟაზე წარმატებით განთავსდება

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები