| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქმიანობის სპეციფიკა, სააღსრულებო პროცედურები, არა სააღსრულებო სერვისები და ბიუროში მიმდინარე სიახლეები ადვოკატებსა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს გააცნო.
უწყების ცნობით, დამოუკიდებელმა ადვოკატებმა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს ვრცელი ინფორმაცია სააღსრულებო პროცედურებში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, მათ შორის, ბიუროს მიერ ახალ დანერგილი - ელექტრონული მაღაზიის თაობაზე, სადაც დაყადაღებული ნივთი მხარეთა თანხმობით, აუქციონის გამართვამდე, მისი საბაზრო ღირებულების 80 პროცენტად ელექტრონულ მაღაზიაში განთავსდება და მისი რეალიზაცია ონლაინ იქნება შესაძლებელი.
საუბარი შეეხო ბიუროს ისეთ მნიშვნელოვან სერვისებს, როგორებიცაა: გადახდისუუნარობა, ფაქტების კონსტატაცია, გამარტივებული წარმოება.
გაიმართა დისკუსია და დაფიქსირდა სხვადასხვა შენიშვნები და სიახლეების მიმართ დაინტერესება. საბანკო სექტორის წარმომადგენლებისა და ადვოკატების მხრიდან დაისვა არა ერთი კითხვა და გამოითქვა მოსაზრებები, ბიუროში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.
შეხვედრა აღმასრულებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უკვე განახორციელა შეხვედრები სტუდენტებთან, მოსწავლეებთან, სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან.
შეხვედრების მიზანს წარმოადგენს, აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა, სერვისების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ურთიერთობების განმტკიცება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss