ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დავით საგანელიძე: ჩვენთვის უმთავრესია მაღალკვალიფიციურ საშემფასებლო კომპანიებთან თანამშრომლობა
22 ივნისი, 2017, 11:43
დავით საგანელიძე: ჩვენთვის უმთავრესია მაღალკვალიფიციურ საშემფასებლო კომპანიებთან თანამშრომლობა

თბილისი (GBC) – საქართველოში შეფასების საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვაზე „საპარტნორო ფონდი“ კონფერენციას მართავს.

სამეცნიერო- პრაქტიკული საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორთა შორისაა  "საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა საზოგადოებაც".  

კონფერენციაზე დისკუსია შეფასების პრაქტიკულ საკითხებზე, საშემფასებლო სტანდარტებსა და საშემფასებლო საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებით შედგა. გაიმართა მსჯელობა  საშემფასებლო საქმიანობის მარეგულირებელი კანონის თაობაზე.

„გამომდინარე იქიდან, რომ საპარტნიორო ფონდის ძირთადი საქმიანობა გახლავთ საინვესტიციო პროექტების განხორციელება, ჩვენთვის უმთავრესია მაღალკვალიფიციურ საშემფასებლო კომპანიებთან თანამშრომლობა. რაც შეხება დღევანდელ კონფერენციას, რომლის მთავარი თემა „შეფასების საერთაშორისო პრაქტიკაა“. შეფასების პროფესიით დაინტერესებულ პირებს საუკეთესო შანსს აძლევს აიმაღლონ კვალიფიკაცია, კონფერენციის ფარგლებში დაამყარონ კონტაქტი მსოფლიო დონის პროფესიონალებთან, მიიღონ ინფორმაცია და გაიზიარონ ევროპული გამოცდილება საშემფასებლო პრაქტიკის მნიშვნელოვან საკითხებზე“ - განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა  დირექტორმა დავით საგანელიძემ, მან საქართველოში ევროპული სტანდარტების დანერგვისა და პროფესიური განვითარების მნიშნვენლობაზეც ისაუბრა.

კონფერენციის ძირითადი თემებია:

1. შეფასების საერთაშორისო პრაქტიკა ; 2. საგირავნო ქონებების შეფასება, დაკრედიტების მიზნებისათვის; 3. კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების შეფასება; 4. სასოფლო სამეურნეო მიწების შეფასება; 5. უძრავი ქონების შეფასება დაბეგვრის მიზნებისათვის; 6. საშემფასებლო სტანდარტები და მათი მოქმედების არეალი (IVS, EVS, RICS); 7. საშემფასებლო საქმიანობის განვითარება საქართველოში, ამოცანები და პერსპექტივები და სხვა აქტუალური საკითხები, რომელიც უკავშირდება შეფასებას.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს შემფასებელთა საერთაშორისო ორგანიზაციების 12-ზე მეტი ქვეყნის 150-მდე დელეგატი (დასავლეთ და აღმოსავლეთი ევროპიდან, აშშ-დან, ყოფილი დსთ-ის ქვეყნებიდან), საქართველოში მოღვაწე საშემფასებლო და აუდიტორული კომპანიები, საქართველოს მთავრობის, საპარტნიორო ფონდის, თბილისის მერიის, საქართველოს კომერციული ბანკების; დეველოპერების, სადაზღვევო კომპანიების, ადგილობრივი მსხვილი კომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მაღალი რანგის სტუმრებს შორის არიან საერთაშორისო საშემფასებლო სტანდარტების კომიტეტის (www.ivsc.org) წევრები.

კონფერენციას ესწრება ევროპის საშემფასებლო ასოციაციების (www.tegova.org) პრეზიდენტი შიშტოფ ჟიჟეკი. TEGOVA წარმოადგენს ევროკომისიის მთავარ რეკომენდატორს უძრავი ქონების საკითხებში და ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს 36 ქვეყნის საშემფასებლო ორგანიზაციებს. დელეგატებს შორის არიან აღნიშნული ორგანიზაციის საბჭოს წევრები  დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპიდან, ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აზიიდან.

კონფერეცია 22-23 ივნისს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ მიმდინარეობს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები