| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – „ვისოლ ჯგუფთან“ თანამშრომლობით Carrefour-ის ფრენჩაიზის მფლობელი Majid Al Futtaim Retail-ი თბილისში კიდევ 2 სუპერმარკეტს გახსნის.
ბიზნესმენ სოსო ფხაკაძის განცხადებით, მხარეები პარტნიორობას აღრმავებენ. ზაფხულის ბოლომდე Carrefour-ი "ვისოლ ჯგუფში“ შემავალი კომპანია "სმარტის" დიდი ფორმატის კიდევ 2 სუპერმარკეტს შეისყიდის. საუბარია ვაკესა და ვაზისუბანში მდებარე ობიექტებზე.
აღსანიშნავია, რომ კომპანიების პარტნიორობის ფარგლებში Carrefour-ის სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა გლდანში, „ვისოლ ჯგუფში“ შემავალი „მპ დეველოპმენტის“ სავაჭრო ცენტრში. ფრანგული სუპერმარკეტების ქსელი შევა ბათუმშიც, სადაც ახალი სავაჭრო ცენტრის გახსნა ივლისის ბოლოს იგეგმება. ამავე სავაჭრო ცენტრში გაიხსნება “ვენდისა” და “დანკინ დონატსის” რესტორნები, საქართველოს ბანკის ფილიალი, აფთიაქი, სათამაშოების მაღაზია, ტანსაცმლისა, ფეხსაცმლის და სხვადასხვა პროფილის კიდევ რამდენიმე მაღაზია.
შეგახსენებთ, Carrefour-ი ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა, პირველი ჰიპერმარკეტით თბილისი მოლში, ხოლო დღეისათვის თბილისში უკვე 2 ჰიპერმარკეტითა და 6 სუპერმარკეტით არის წარმოდგენილი, სადაც 1500 -ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss