ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მეტრო უნივერსიტეტის დიზაინი ესპანურ COBRA ASSIGNIA -ს ეკუთვნის
21 ივნისი, 2017, 16:57
მეტრო უნივერსიტეტის დიზაინი ესპანურ COBRA ASSIGNIA -ს ეკუთვნის

თბილისი (GBC) - თბილისში ახალი 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა პრაქტიკულად დასრულებულია.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, ამჟამად, მიმდინარეობს სანდრო ეულის ქუჩასა და ვაჟა-ფშაველას გამზირზე ამოსასვლელების მოპირკეთება.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, პარალელურად, დამონტაჟებული სისტემების გამართვასა და ტესტირებაზე მუშაობს.

"სამუშაოებს, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული, ესპანური კომპანია COBRA ASSIGNIA  (კობრა ასიგნია) აწარმოებს. მეტროსადგურის დიზაინი ასევე ეკუთვნის ესპანურ კომპანიას", - აცხადებს ფონდი.  

სადგურის დიზაინმა საზოგადოების ნაწილის მძაფრი კრიტიკა დაიმსახურა. კრიტიკოსები თვლიან, სადგური "საბჭოური კაფელით" არის მოპირკეთებული.

აღსანიშნავია, რომ 80 მილიონიანი პროექტის ფარგლებში აღდგა არსებული გვირაბები, საერთო სიგრძით 2,6 კმ. დასრულდა სადგურის მიწისქვეშა და დასასრულს უახლოვდება მიწისზედა ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები -კეთდება მეტროდან 4 ამოსასვლელი. მომზადდა სალიანდაგო ხაზები, ელექტრო ქვესადგური, დამონტაჟებულია ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები, სიგნალიზაციის მართვის, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები და სათადარიგო ამოსასვლელები.

სამუშაოები ივლისში დასრულდება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები