ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ჯარეტ დეკერი: მაღალხარისხიანი ფინანსური ინფორმაცია კარგი საინვესტიციო კლიმატისაგან განუყოფელია
21 ივნისი, 2017, 15:01
ჯარეტ დეკერი: მაღალხარისხიანი ფინანსური ინფორმაცია კარგი საინვესტიციო კლიმატისაგან განუყოფელია

თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ოფიციალურად გაიხსნა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი თაბუაშვილი ამბობს, რომ ამ რეფორმის წარმატებით განხორციელება დაკავშირებულია კორპორატიული მართვის,  სააღრიცხვო დისციპლინისა და ანგარიშგების საანდოობის ხარისხის ამაღლებასთან, კაპიტალური და ფინანსური ბაზრების განვითარებასა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასთან.

„აღნიშნული რეფორმის განხორციელებით მოგებული დარჩება საწარმო, რომელსაც ექნება სანდო და გამჭირვალე ანგარიშგება, აუდიტორი, რომელიც მაღალპროფესიულ დონეზე შეასრულებს სამუშაოს, ბიზნესი, რომელსაც უკეთ ეცოდინება თავისი კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და სწორად დაგეგმავს სამომავლო პერსპექტივას, ინვესტორი, რომელიც უფრო თამამად ჩადებს ინვესტიციებს ქვეყანაში და საბოლოო ჯამში, რეფორმის შედეგები ხელშესახები იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის,“ - განაცხადა გიორგი თაბუაშვილმა.

„ეს გახლავთ საქართველოს მიერ მსოფლიო ბანკის 2015 წლის ფინანსური აღრიცხვისა და აუდიტის ROSC ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციების დანერგვაში წინსვლის მკაფიო მანიშნებელი. ჩვენ მოველით, რომ ეს რეფორმა და ახალი ანგარიშგების ჩარჩო რეალურ სარგებელს მოუტანს საქართველოს, ვინაიდან მაღალხარისხიანი ფინანსური ინფორმაცია კარგი საინვესტიციო კლიმატისაგან განუყოფელია და წინ უძღვის ეკონომიკურ ზრდას, გამჭვირვალობას და ქვეყნის ეკონომიკის მიმართ ნდობას,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების რეფორმის ცენტრის ხელმძღვანელმა, ჯარეტ დეკერმა.

ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური 2016 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს.

უწყების ხელმძღვანელი  იური დოლიძე ამბობს, რომ მისი უწყება საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული საზედამხედველო სისტემის მეშვეობით მოახდენს აუდიტორებსა და აუდიტორულ ფირმების ზედამხედველობას.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები