ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სკოლადამთავრებულებს ატესტატების მიღება დღეიდან შეუძლიათ
მარიამ მინაძე
21 ივნისი, 2017, 14:05
სკოლადამთავრებულებს ატესტატების მიღება დღეიდან შეუძლიათ

თბილისი (GBC) - დღეიდან, სკოლადამთავრებულებს ატესტატების მიღება შეუძლიათ.

ანათლების დამადასტურებელი  დოკუმენტის მისაღებად მათ  იუსტიციის სახლებს,  სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ. 

მიმდინარე წელს 12-კლასდამთავრებული 39 000-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული და ისინი ატესტატებს - სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს - უფასოდ მიიღებენ.

ატესტატის მისაღებად აბიტურიენტმა  შესაბამისი განაცხადი უნდა შეავსოს. დოკუმენტი განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს გაიცემა.

იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს ატესტატის დაჩქარებული წესით აღება სურს, მას მოუწევს საფასურის გადახდა:

განცხადების წარდგენის დღეს ატესტატის მისაღებად აბიტურიენტი 50 ლარს გადაიხდის, მე-2 სამუშაო დღეს დოკუმენტის გაცემისათვის დაწესებული საფასური 40 ლარს შეადგენს, მე-3 სამუშაო დღეს გაცემისთვის - 30 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელს ატესტატის მიღება განცხადების წარდგენის დღიდან მე-5 სამუშაო დღეს სურს, მან 20 ლარი უნდა გადაიხადოს.

აბიტურიენტებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფასურის გადახდის გარეშე მისაღებად განაცხადის გაკეთება 31 დეკემბრის ჩათვლით შეეძლებათ.

თუ დაინტერესებული პირი პირველადი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის მისაღებად უფლებამოსილ სამსახურს არ მიმართავს წლის ბოლომდე, დაინტერესებულ პირზე მომდევნო წელს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი გაიცემა.

ატესტატზე განაცხადის შეტანა და დოკუმენტის მიღება სკოლადამთავრებულებს ყოველ სამუშაო დღეს 09:00-დან 18:00 საათამდე შეეძლებათ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები