ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მოზარდები აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობას გაეცნენ
21 ივნისი, 2017, 11:18
მოზარდები აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობას გაეცნენ

თბილისი (GBC) -  „აღსრულების ეროვნულმა ბიურომ“ "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეებს უმასპინძლა.

მოზარდები აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობასა და სერვისებს გაეცნენ.

დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა ვიზიტის ფარგლებში მოისმინეს პრეზენტაცია - თუ რას ნიშნავს ვალი, ფინანსური ვალდებულებები და ადმინისტრაციული სახდელი; რისი უფლება აქვთ თავდებობის, იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოქალაქეებს; როგორ უნდა დავიცვათ თავი არასასურველი ვალისგან; რა ვადებში უნდა მოხდეს ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა და სხვა. პრეზენტაციის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა ახალგაზრდების კითხვებს უპასუხეს.

ვიზიტის დასასრულს, მოსწავლეებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.

პრევენციული კომუნიკაციის პროექტის მიზანი დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების ინფორმირებაა, რათა ბავშვებმა დროულად გააცნობიერონ შესაძლო რისკები, ვიდრე ვალისა და ფინანსური ვალდებულებების აღებას გადაწყვეტენ. შეხვედრა აღმასრულებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა. კვირეულის ფარგლებში მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები  სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან იმართება.

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამების ერთ-ერთი მიზანი მოზარდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები