ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ალანიების ფერმა: რძის წარმოება მომგებიანი არ არის, იაფასიან ფხვნილს კონკურენციას ვერ ვუწევთ
20 ივნისი, 2017, 16:30
ალანიების ფერმა: რძის წარმოება მომგებიანი არ არის, იაფასიან ფხვნილს კონკურენციას ვერ ვუწევთ

თბილისი (GBC) - სენაკში მდებარე ალანიების ფერმა მერძეულიდან მეხორცულ მიმართულებაზე გადართვას გეგმავს.

ძმებმა ალანიებმა ჰოლშტეინის ჯიშის საქონელი საქართველოში პირველად შემოიყვანეს და თანამედროვე მეურნეობა მოაწყვეს. 1998 წლიდან 2015 წლამდე ფერმა ფართოვდებოდა და 350 სულამდე გაიზარდა, თუმცა, ბოლო ორ წელიწადში ამ რაოდენობის 120 სულამდე შემცირებამ მოუწიათ.

„მერძევული მიმართულება არ არის მომგებიანი, ნატურალური რძის პროდუქტების წარმოება საკმაოდ ძვირი ჯდება, წარმოიდგინეთ, 1 კგ 15%-იანი არაჟნის თვითღირებულება 4,5 ლარი, ხოლო ხაჭოსი კი, 5,5 – 6 ლარია, ქსელებს თავისი ფასნამატი აქვთ, კონკურენცია როგორ უნდა გავუწიოთ იაფფასიან რძის ფხვნილს? თუმცა, ფხვნილს ვინ ჩივის, ის მაინც რძისგან მზადდება, რძის პროდუქტებს მცენარეულ ცხიმებს ურევენ.  1 კგ მცენარეული ცხიმის ფასი 3 ლარია, მაშინ, როცა ცხოველურის (ანუ, კარაქის) - 12 ლარი. მწარმოებლები ცდილობენ, პროდუქცია არ გააძვირონ, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს“, - განუცხადა  GBC -ის კომპანიის დამფუძნებელმა, კახა ალანიამ.

მისი თქმით, მცენარეული ცხიმების სახით, ძირითადად, პალმის ცხიმს იყენებენ, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ტრანსცხიმებს შეიცავს და ორგანიზმს მისი გადამუშავება არ შეუძლია.

მეწარმის განცხადებით,  რძის ადგილობრივ წარმოებას ვერ დაეხმარა მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება, რომელიც მცენარეული ცხიმის გამოყენების შემთხვევაში მომხმარებლის ინფორმირებულობას სავალდებულოს ხდის.

„მომხმარებელი ხშირ შემთხვევაში ვერ ხვდება განსხვავებას, თან, კომპანიებიც მათ  მასობრივად იყენებენ“, - აღნიშნა კახა ალანიამ.

„ალანიების ფერმა“  დღეში 2 ტონა რძეს აწარმოებდა და „ნაქორუს“ ბრენდით რძის პროდუქტებს აწარმოებდა, თუმცა, ორი წელია, საწარმო გაჩერებულია, ხოლო გაცილებით ნაკლები რაოდენობის ნედლეულს უკვე სხვებს - ყველის მწარმოებლებს - აბარებს.

„გადავწყვიტეთ, მეხორცულ მიმართულებაზე გადავერთოთ. მოგეხსენებათ, არაბულ ქვეყნებში ძროხის ხორცზე მაღალი მოთხოვნაა და საქართველოდან ექსპორტზე გადის. ფინანსური პრობლემების გამო ვეძებთ პარტნიორებსაც, რამდენიმე ქვეყნიდან გვქონდა მოლაპარაკებები, ამ ეტაპზე უკრაინელებთან თანამშრომლობის გეგმას აქტიურად განვიხილავთ, ჯერჯერობით, რაიმე კონკრეტული თქმისგან თავს შევიკავებ“, - აღნიშნა კახა ალანიამ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები