ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
მზად ვართ გამოვითხოვოთ სარჩელი - რას აცხადებს ყაზახეთის ელჩი ყაზტრანსგაზ თბილისზე
19 ივნისი, 2017, 15:42
მზად ვართ გამოვითხოვოთ სარჩელი - რას აცხადებს ყაზახეთის ელჩი  ყაზტრანსგაზ თბილისზე

თბილისი (GBC) -  ერმუხამეტ ეტისბაევი „ყაზტრანსგაზ თბილისის“ 8 წლით გაჭიანურებულ  პრობლემაზე და ქართულ კომპანიაში ჩადებულ „დიდი რესურსზე“ საუბრობს.

„მზად ვართ გამოვითხოვოთ სარჩელი საარბიტრაჟო სასამართლოდან, თუ ქართული მხარე მისაღებ წინადადებას შემოგვთავაზებს“, -  ამის შესახებ ყაზახეთის ელჩმა  საქართველოში ყაზახურ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„როდესაც იქ ვდებდით ფულს, ჩვენ თავიდანვე უნდა განგვეჭვრიტა ეს რისკები. ვიცი, ჩავდეთ იქ დიდი ფული, მაგრამ სრულად ამ ფულის დაბრუნება რთულია. ეს იყო რისკიანი ინვესტიცია, მაგრამ ჩვენ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც უნდა დავიბრუნოთ“, - ამბობს ელჩი.

ერმუხამეტ ეტისბაევი აღნიშნავს, რომ ყაზახეთისთვის საქართველო მნიშვნელოვანია, ამ ქვეყანაში ყაზახ ინვესტორებს მსხვილი საინვესტიციო პროექტები აქვთ. ყაზახეთი ასევე დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიური სატრანსპორტო დერეფნით.

ეტისბაევი იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველო ბიზნესისთვის ძალიან მიმზიდველი ქვეყანაა. განსაკუთრებით ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გათვალისწინებით და თუ ყაზახი ბიზნესმენები ჩავლენ საქართველოში, მოძებნიან პროდუქტს, რომლის შეტანაც შეიძლება ევროპაში, მათ “ოქროს არხი” გაეხსნებათ.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები