| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სოკოს ბრიკეტების საწარმომ „ქართული სოკო“ HACCP-ის სერთიფიკატი მოიპოვა.
სერტიფიკატის გამცემი ფრანგული კომპანია BUREAU VERITAS-ია, მისი მიღება კი, USAID/REAP-ის და „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ თანამშრომლობის ფარგლებში მოხდა.
კომპანიაში ელიან, რომ სერტიფიცირების შედეგად მათი პროდუქციის სანდოობის ხარისხი გაიზრდება, რაც გაამარტივებს ურთიერთობას ადგილობრივ სავაჭრო ქსელებთან და ბაზარზე პოზიციების გამყარებაში დაეხმარება.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სოკოს ბრიკეტების საწარმო შპს „ქართული სოკო“ 2016 წელს შეიქმნა . საწარმო მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, რომელიც ნედლეულს ძირითადად ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობს, ასევე იმპორტითაც შემოაქვს.
კომპანია წლიურად აწარმოებს 120 000 სოკოს ბრიკეტს (2000 ტონა კომპოსტს), რომლიდანაც შესაძლებელია 500 ტონა სოკოს წარმოება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss