ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ბორჯომი ალუმინის ქილებით - ცნობილი ბრენდი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
16 ივნისი, 2017, 14:34
ბორჯომი ალუმინის ქილებით -  ცნობილი ბრენდი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა

თბილისი (GBC) -  ცნობილი ბრენდი "ბორჯომი" ბაზარზე ალუმინის ქილებში გამოვიდა.

პირველ ჩამომსხმელ ქარხანაში ახალი საწარმოო ხაზი უკვე ამოქმედდა, რომელიც  იტალიური კომპანია CFT-ს ეკუთვნის.

ახალი ხაზი, რომელიც ბორჯომს 0.33 ლიტრიან ალუმინის ქილებში ჩამოასხამს, სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და აღჭურვილია ტექნოლოგიური სიახლეებით. კომპანიამ ინოვაციური პროექტი 5 მილიონიანი რეინვესტიციის საფუძველზე განახორციელა.

„კომპანია „ბორჯომი“ ქმნის ახალ სტანდარტს საერთაშორისო ბაზარზე მინერალური წყლის მარკეტინგის მიმართულებით, დღეს ჩვენ ვნახეთ და გავხსენით ახალი პროდუქციის ხაზი, რომელიც ჩამოასხმას ბორჯომს ალუმინის ქილებში. რთულია ბორჯომს ინოვაციური დაუძახო, მაგრამ ამ პროდუქტის მიწოდება და მარკეტინგი არის აბსოლუტურად ინოვაციური. არ არის იმის ახსნა საჭირო, რას ნიშნავს კომპანია „ბორჯომი“ ქართული ექსპორტისა თუ ეკონომიკისთვის და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ახალი პროდუქტი ხელს შეუწყობს როგორც კომპანიის წარმატებას, ასევე ქართულ ექსპორტს “, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ.

„IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალური დირექტორის, ზაზა კიკვაძის განცხადებით, კომპანიის სტრატეგიის ძირითადი მიმართულება ინოვაციური პროექტების განხორციელებაა, რომლის ერთ-ერთი მაგალითიც სწორედ „ბორჯომის“ ახალი, ინოვაციური შეფუთვაა.

" ალუმინის შეფუთვა გაცილებით ახალგაზრდა 20 – 30 წლის ასაკის მქონე მიზნობრივ აუდიტორიაზეა გათვლილი“, – აღნიშნა ზაზა კიკვაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ  ეს ინოვაცია კომპანიას საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს მიწვდეს. 

მინერალური წყლის ბრენდი „ბორჯომი“ არასტანდარტული და ექსკლუზიური შეფუთვით, 0.33 ლიტრიანი ე.წ. „სლიქ“ ალუმინის ქილა, გაყიდვაში მალე გამოჩნდება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები