| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კაჭრეთში სასტუმრო "ამბასადორის" გაფართოება იწყება.
სასტუმროს მფლობელი კომპანია პროექტ "უმასპინძლე საქართველოში" მონაწილეობს.
პროგრამის მხარდაჭერით 75 ნომრიან სასტუმროს 92 ახალი ნომერი დამატება. კერძოდ, იგეგმება ახალი კომპლექსის აშენება გოლფ კურორტ ამბასადორის ტერიტორიაზე, ღია საცურაო აუზის წინ.
სასტუმრო, რომლის გახსნა 2018 წლის ივლისის თვეში იგეგმება, დამატებით 100-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას შეძლებს.
გაფართოებისთვის ჯამში, 11 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება, სახელმწიფოს თანამონაწილეობით აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთის 10%-ს კი, 2 წლის განმავლობაში სააგენტო დაფარავს.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის “აწარმოე საქართველოში” სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 25 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 59 415 556 ლარს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss