ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ლიტველი პროფესორი საულიუს ვაიტკუსი ნიუ ჰოსპიტალსში ენდონაზალური ქირურგიის მიმართულებას განავითარებს
16 ივნისი, 2017, 10:39
ლიტველი პროფესორი საულიუს ვაიტკუსი ნიუ ჰოსპიტალსში ენდონაზალური ქირურგიის მიმართულებას განავითარებს

თბილისი (GBC) - “ნიუ ჰოსპიტალსის” გუნდს ლიტველი პროფესორი საულიუს ვაიტკუსი შემოუერთდა, რომელიც ენდონაზალური ქირურგიის მიმართულებას განავითარებს.

საულიუს ვაიტკუსი 22 წლის წინ ლიტვაში პირველი ქირურგი იყო, ვინც ეს მიმართულება დანერგა. “ნიუ ჰოსპიტალსში” საულიუს ვაიტკუსი პაციენტებს კონსულტაციას გაუწევს და ოპერაციებს ჩაატარებს. ოპერაციები ჩატარდება შესაძლებელია როგორც ბავშვებისათვის ერთი თვის ასაკიდან, ასევე ზრდასრულთათვისაც.

ენდონაზალური ქირურგია გულისხმობს ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგიას კანის გარეგანი კვეთის გარეშე, ხორცელედება სპეციალური ოპტიკური  ხელსაწყოების გამოყენებით რაც ქირურგს აძლევს  კონკრეტული დაზიანებულ უბნის კარგი ვიზუალიზაციის საშუალებას; ეს მეთოდი ნაკლებტრავმულია, ხოლო შედეგები ბევრად უკეთესი, ვიდრე ტრადიციული მეთოდის გამოყენებისას.

„ნიუ ჰოსპიტალსს ულტრათანამედროვე აპარატურა აქვს, რაც საშუალებას იძლევა უახლესი მეთოდებით ჩატარდეს სხვადასხვა სიმძიმის ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების მკურნალობა და ფუნქციონალური რეკონსტრუქცია. ჩვენ ვმუშაობთ ყველანაირი სირთულის პაციენტებთან, მათ შორის ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებთან. მოხარული ვარ, რომ “ნიუ ჰოსპიტალსს” გააჩნია ყველანაირი სირთულის ოპერაციის მაღალ დონეზე ჩატარების რესურსი; ის რისთვისაც დღეს პაციენტები სხვა ქვეყნებში მიდიან და იქ იკეთებენ ოპერაციებს, დღეს უკვე “ნიუ ჰოსპიტალსშია” შესაძლებელი“, - განაცხადა საულიუს ვაიტკუსმა.  

ენდონაზალური ენდოსკოპიური ქირურგია ყველაზე თანამედროვე და ნაკლებინვაზიურ მეთოდებს  მიეკუთვნება. თანამედროვე ლაზერული ტექნოლოგიის საშუალებით უფრო მარტივი ხდება ცხვირიდან ცალკეული ოპერაციების ჩატარება. მათ შორის ადენოიდებისა თუ ტონზილების (გლანდების) ამოჭრა.

პროფესორ საულიუს ვაიტკუსთან კონსულტაციაზე ჩაწერა შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე: 0322 190 190

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები