ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აღსრულების ეროვნული ბიუროში მორიგებით დასრულებული საქმეების მაჩვენებელი 80 პროცენტით გაიზარდა
13 ივნისი, 2017, 11:36
აღსრულების ეროვნული ბიუროში მორიგებით დასრულებული საქმეების მაჩვენებელი 80 პროცენტით გაიზარდა

თბილისი (GBC) - აღმასრულებელთა საერთაშორისო დღე საქართველოში კონფერენციით  აღნიშნეს და აღმასრულებლებიც დააჯილდოვეს. 

კონფერენციაზე აღინიშნა, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო ყოველწლიურად სულ უფრო მეტ საქმეს ასრულებს მორიგებით.  მორიგებითა დასრულებული საქმეების პროცენტული მაჩვენებელი, ბოლო 4 წლის განმავლობაში 80 %-ით გაიზარდა;

წარმოდგენილი იყო შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული კვლევის შედეგებიც -  საქართველოს მოსახლეობის თითქმის 70% მიიჩნევს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო და აღმასრულებლის საქმიანობა ბოლო წლების განმავლობაში გაუმჯობესდა, უწყებისა და აღმასრულებლის მიმართ ნდობა 74%-მდე გაიზარდა. გამოკითხულთა 64% თვლის, რომ უწყების სერვისები − ხელმისაწვდომი, საქმისწარმოება კი გამჭვირვალეა.

აღმასრულებლის დღე და შთამბეჭდავი შედეგები უწყების თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა მიულოცა. თეა წულუკიანმა აღსრულების ბიუროს საქმიანობის შედეგები აღმასრულებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე შეაჯამა. იუსტიციის მინისტრმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე იოსებ ბაღათურიასთან ერთად მორიგების მაღალი მაჩვენებლისა და სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის 19 აღმასრულებელს მადლობა გამოუცხადა.

აღინიშნა, რომ  შედეგების მიღწევა უწყებაში იუსტიციის მინისტრის ინიციატივით განხორციელებული რეფორმების შედეგად გახდა შესაძლებელი, კერძოდ:

2013 წლიდან აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მხარეთა ინტერესების დაცვის სტრატეგია აირჩია. შეიქმნა მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახური და იძულებითი აღსრულების პროცესში ჩაერთვნენ სოციალური მუშაკები. მათი მთავარი ფუნქცია მხარეთა ინტერესებს შორის ბალანსის ძიება, მედიაცია და მორიგებაა;

 2014 წლიდან დაინერგა ელექტრონული გადახდის სისტემა. მხარეებს ბანკში მისვლის გარეშე შეუძლიათ ტრანზაქციის განხორციელება;

2016 წელს ევროპელ კოლეგებთან ერთად შემუშავდა აღსრულების კოდექსის პროექტი.

აღმასრულებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების უფროსები და ქვეყნის მასშტაბით მომუშავე 170-მდე აღმასრულებელი დაესწრო.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები