ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დიმიტრი ქუმსიშვილი: JICA-ს ოფიციალური წარმომადგენლობა რეგიონს საქართველოდან დაფარავს
13 ივნისი, 2017, 10:43
დიმიტრი ქუმსიშვილი: JICA-ს ოფიციალური წარმომადგენლობა რეგიონს საქართველოდან დაფარავს

თბილისი (GBC) -  „იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონული ოფისის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან JICA-ს ადგილობრივი წარმომადგენლობა რეგიონს საქართველოდან დაფარავს, რაც უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საშუალებას მოგვცემს“,   - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, რომელიც სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.

JICA-ს ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტი შინიჩი კიტაოკა, რომელიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.   

„იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, რომელიც მეშვეობითაც იაპონიის მთავრობა  ეხმარება სხვა ქვეყნებს. სწორედ JICA-ს საშუალებით იაპონიის მთავრობა ახდენს სასესხო ინსტრუმენტების გამოყენებას. დღეს ჩვენ  ერთ-ერთი საუკეთესო ურთიერთობა გვაკავშირებს. იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო  აფინანსებს  აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გარკვეულ მონაკვეთებს. ესაა, დაახლოებით, 200 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი. ვსაუბრობთ დამატებით, დაახლოებით,  200 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის, მისი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 “JICA-სთვის კავკასიის რეგიონი ძალიან საინტერესოა. ჩვენ უკვე 25 წელია, რაც საქართველოსთან ვთანამშრომლობთ. საწყის პერიოდში გაწეული დახმარების მცირე მასშტაბების მიუხედავად, ის იყო შედეგიანი. წარმატებული საერთაშორისო ურთიერთობა შესაძლებელია მხოლოდ ინსტიტუციურად მომზადებულ ქვეყნებთან და ამ მხრივ, საქართველო იდეალური ქვეყანაა შემდგომი თანამშრომლობისთვის,“ - განაცხადა JICA-ს პრეზიდენტმა, შინიჩი კიტაოკამ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები