ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
10-11 ივნისს  სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ კახეთში  სახნავ-სათესი მიწების 99 % დაიცვა
12 ივნისი, 2017, 18:49
10-11 ივნისს  სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ კახეთში  სახნავ-სათესი მიწების 99 % დაიცვა

თბილისი (GBC) - მიმდინარე წლის 10-11 ივნისის ღამის საათებში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ, კახეთის რეგიონში უპრეცენდენტოდ დიდი მასშტაბის სეტყვასაშიში ღრუბლის მასებზე მოახდინა აქტიური ზემოქმედება.

"დელტას" ცნობით, სეტყვის მარცვლის მოსალოდნელი ზომა 48 მმ-მდე მერყეობდა. კახეთის 8 რაიონში რაკეტებით დამუშავდა 4128 კმ2 საერთო ფართობის მქონე სეტყვასაშიში ღრუბლის მასები. გასროლილი იქნა 500-მდე რაკეტა.

აღსანიშნავია ის, რომ ამ რაოდენობის რაკეტები ერთ ჯერზე სისტემის არსებობის განმავლობაში პირველად იქნა გახარჯული.

ჰაერში საფრენი აპარატების არსებობის გამო, დამუშავება მუდმივი შეზღუდვების პირობებში ხორციელდებოდა. მიუხედავად ამისა, აქტიური ზემოქმედების შედეგად, კახეთის რეგიონის თავზე განვითარებული უმძლავრესი ატმოსფერული პროცესების მაქსიმალურად განეიტრალება მოხერხდა, ხოლო ნალექის დიდი ნაწილი რვავე რაიონში ძირითადად წვიმის სახით ჩამოიცალა.

 კახეთის რეგიონში სეტყვასაწინააღმდეგო სისტემით დაცული 600 ათასი ჰექტრიდან სეტყვის მოსვლა დიდ ფართობებზე გაშლილ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში მაქსიმალურად იქნა თავიდან არიდებული.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები