ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ბესო ნამჩავაძე: ჯორჯიან მანგანეზის საქმით საქართველოს საინვესტიციო იმიჯი დაზიანდა
12 ივნისი, 2017, 17:17
ბესო ნამჩავაძე: ჯორჯიან მანგანეზის საქმით საქართველოს საინვესტიციო იმიჯი დაზიანდა

თბილისი (GBC) - „ჯორჯიან მანგანეზის“ თემაზე ვაშინგტონში გამოთქმულ უკმაყოფილებას საქართველოს იმიჯის დამაზიანებლად მიიჩნევს ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ საქმე მოცულობითია და კონკრეტულ „ქეისს“ დეტალურად არ იცნობს, თუმცა ის რაც ზედაპირზეა მთავრობას ძლიერ პოზიციაში არ აყენებს.

„როდესაც საუბარია მსხვილ მწარმოებელზე და დამსაქმებელზე, უმჯობესია ყველა სხვა გზა მოისინჯოს და მხოლოდ შემდეგ იქნას მიღებული ხისტი გადაწყვეტილებები“, - აღნიშნავს ბესო ნამჩავაძე.

„ეს განცხადებები უკვე  ცუდია ქვეყნისთვის, მისი საინვესტიციო იმიჯისა და რეიტინგებში მისი პოზიციისთვის. „ცუდი ნიუსი“ გავა ქვეყნიდან და ეს სხვა ინვესტორებზე უარყოფითად აისახება, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

კომპანიაში სპეცმმართველის დანიშვნაზე გაკეთებული უარყოფითი განცხადებების შემდეგ, ბესო ნემჩავაძე მთავრობის მხრიდან დათმობაზე წასვლას არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, ინფორმაციის გავრცელებით უკვე „რაც მოხდა, ვეღარ შეიცვლება“.

შეგახსენებთ, გარემოსთვის მიყენებული მასშტაბური ზარალის საბაბით „ჯორჯიან მანგანეზში“ სპეცმმართველი დაინიშნა, რომელსაც კომპანიის 4%-იანი წილის მფლობელ ქართველ აქციონერებთან აფილირებულ პირად მიიჩნევს მაჟორიტარი აქციონერი „ჯორჯიან ამერიქან ელოიზი“ და ქარხნის ექსპოპრიაციის მცდელობაზე საუბრობს.

11 მაისს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „გაუმჭირვალე“ და „გაუგებარი“ უწოდეს ვაშინგტონშიც. უქმეებზე  გამართულ ამერიკა -საქართველოს 25 წლის დიპლომატიურ იუბილეზე განსაკუთრებით კრიტიკული იყო სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკთხებში ტომას მელია, 

"აუცილებლად ყურადსაღებია ეს საკითხები. იმისათვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ისეთივე ერთგული დარჩეს საქართველოსი, საქართველომ უნდა გააგრძელოს გამოსწორება ყველა ამ მიმართულებით და არა უკუსვლა“,- განაცხადა ტომას მელიამ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები