ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სამთო კურორტებზე ტურისტების მხოლოდ 20 პროცენტია უცხოელი  
12 ივნისი, 2017, 16:28
სამთო კურორტებზე ტურისტების მხოლოდ 20 პროცენტია უცხოელი  

თბილისი (GBC) - საქართველოს ზამთრის კურორტებზე ვიზიტორების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

G&T-ის ”მთის კურორტების განვითარების კომპანიის “ სტატისტიკაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ წელს  ზამთრის კურორტებზე ვიზიტორების რაოდენობამ სეზონზე გადააჭარბა 400,000-ს (+37.0% წ/წ), თუმცა მხოლოდ 20% იყო უცხოელი, რაც მიუთითებს განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობებზე.

აღსანიშნავია, რომ გუდაური კვლავ ყველაზე მიმზიდველი სათხილამურო კურორტია, უმასპინძლა რა 276,000-ზე მეტ ვიზიტორს სეზონის განმავლობაში (+37.1% წ/წ).

აღსანიშნავია, რომ გუდაურში გასამმაგებულია ვიზიტორების რაოდენობა 2011-2012 წლის შემდეგ, როდესაც კურორტს დაახლოებით 89,000 ვიზიტორი ეწვია.

„რუსეთის საზღვართან სიახლოვე კურორტს რუსი ტურისტებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის. ამ ეტაპზე გუდაური დამსვენებლებს სთავაზობს 10 საბაგიროს 70კმ-იანი ტრასებით სადაც შესაძლებელია როგორც თხილამურებით და სნოუბორდით სრიალი, ასევე პარაგლაიდინგი და ჰელისკიინგი“, - აღნიშნავს G&T.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები