ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ADB ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას $114 მილიონით დააფინანსებს
12 ივნისი, 2017, 15:43
ADB ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას $114 მილიონით დააფინანსებს

თბილისი (GBC) - აზიის განვითარების ბანკი ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს დააფინანსებს.

შეთანხმებას ბანკთან უკვე გაფორმდა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ADB-სთან მიღწეული შეთანხმებით, დაფინანსდება ბათუმის შემოვლითი 14,3 კმ-იანი ორზოლიანი გზის მშენებლობა და დაახლოებით, 200 კილომეტრი სიგრძის საერთაშორისო და ადგილობრივი გზების მოვლა-შენახვა. აღნიშნული პროექტის სავარაუდო ღირებულება 315,2 მლნ აშშ დოლარია. აქედან, აზიის განვითარების ბანკი 108,19 მლნ ევროს დააფინანსებს. პროექტი 2017 წელს დაიწყება და 2022 წელს დასრულდება.

დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, პროექტის თანადაფინანსება მოხდება აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიერ, რომლის მიერ გამოყოფილი იქნება 114 მლნ აშშ დოლარი. პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „შედეგად, მნიშვნელოვანი საგზაო მაგისტრალი, რომელიც გვჭირდება, რათა გვერდი ავუაროთ ტურისტულად დატვირთულ ბათუმს, შემდგომ წლებში აშენდება.“

„აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს მჭიდრო, ათწლიანი პარტნიორობა აკავშირებს. აზიის განვითარების ბანკმა ამ პერიოდის განმავლობაში 2.3 მილიარდი აშშ დოლარის ფინანსური რესურსის მობილიზება მოახდინა საქართველოში, ჩვენი პარტნიორობა კი იზრდება და ღრმავდება. ეს პროექტი კიდევ ერთი მაგალითია მჭიდრო პარტნიორობისა. ADB-ის 141 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსით, მთავრობის თანამონაწილეობითა და ასევე, სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, შევძლებთ საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკური პოტენციალის ამაღლებას,“ - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, იეშიმ ელჰან-კაიალარიმ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები