| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC)- სომხეთში მოქმედ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში ქართული ბიზნესის მონაწილეობის შესაძლებლობაზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა და სომხეთის პრემიერმა იმსჯელეს.
დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ სომხეთს მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვს ირანთან და სხვა ქვეყნებთან და ეს შესაძლებლობა ქართულმა ბიზნესმა უნდა გამოიყენოს.
ქართველმა მინისტრმა ქვეყნების მიერ ერთობლივ პროექტზეც გაამახვილა ყურადღება, აღნიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა სომხეთისთვის, რადგან სწორედ ჩვენს ქვეყანაზე გადის სომხეთის საქონლის ტრანზიტის უდიდესი ნაწილი.
ფინანსთა მინისტრი სომხეთის პრემიერ-მინისტრს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ქვეყნების ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობის მიუხედავად, ქვეყნებს შორის არსებობს ურთიერთობის განვითარების დიდი პოტენციალი. განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება ტურიზმის, ტრანსპორტის, ვაჭრობის და სხვა პრიორიტეტულ სფეროებში თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss