ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სანდრო ონოფრიშვილი: გვსურს მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ საქართველოში ზაფხულშიც შეიძლება სრიალი
10 ივნისი, 2017, 22:58
სანდრო ონოფრიშვილი:  გვსურს მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ საქართველოში ზაფხულშიც შეიძლება სრიალი

თბილისი (GBC) - „დღეს არის 10 ივნისი და ჩვენ თეთნულდზე თხილამურებით ვსრიალებთ. მთელს მსოფლიოს გვსურს გავაგებინოთ, რომ საქართველოში ზაფხულშიც შეიძლება სრიალი", - განაცხადა სვანეთში ზაფხულის სეზონის გახსნისას მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.

ონოფრიშვილი ამბობს, რომ  ამ კურორტს აქვს უდიდესი პოტენციალი და ვფიქრობთ, რომ თეთნულდი რამდენიმე წელიწადში იქნება საუკეთესო და მსოფლიო დონის კურორტი. 

მისივე განცხადებით, სვანეთის კურორტებზე კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, რომლებიც ხელს შეუწყობს კერძო მესაკუთრეთა შესაძლებლობების გაფართოვებას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და დამსვენებელთა პირობების სრულყოფას.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, წელს დაიწყება და მომავალი სეზონისთვის დამთავრდება ჰაწვალის საბაგიროს მშენებლობა, სადაც იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ლოკაცია ტურიზმის განვითარებისთვის.

აღსანიშნავია, რომ სვანეთში, კურორტების განვითარების პარალელურად, ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

2016-2017 წლების სამთო-სათხილამურო სეზონზე   თეთნულდზე ტურისტების რაოდენობამ 8948-ს, ხოლო ჰაწვალზე 7 321 ადამიანს მიაღწია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები