ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოში პირველი ონლაინ კლინიკა გაიხსნა
10 ივნისი, 2017, 22:09
საქართველოში პირველი ონლაინ კლინიკა გაიხსნა

თბილისი (GBC) - "სტარტაპ საქართველოს“ კონკურსში გამარჯვებული, საქართველოში პირველი ონლაინ კლინიკა ექსპლუატაციაში შევიდა.

 „ონლაინ კლინიკა“ წარმოადგენს სამედიცინო მომსახურებას ინტერნეტის მეშვეობით, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს 24 საათის განმავლობაში მიიღოს საფუძვლიანი კონსულტაცია კვალიფიციური და სერთიფიცირებული ექიმებისგან.

ანალოგიური მომსახურება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აპრობირებული და წარმატებულია.  ექიმსა და პაციენტს შორის კომუნიკაცია ხდება სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ, მაღალი ხარისხის ვიდეო ზარების მეშვეობით. გარდა სამედიცინო კონსულტაციისა, ონლაინ კლინიკის ექიმები გასცემენ ელექტრონულ რეცეპტებს და ასევე მიმართვებს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში.

სერვისის გამოყენებისთვის მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს ვებ გვერდზე http://www.onlineclinic.ge/ , რომელიც პოტენციურ პაციენტს მომსახურების 12, 15 და 25 ლარიან პაკეტებს სთავაზობს.

ასევე მუშაობს ცხელი ხაზი, რომლის ტელეფონის ნომერია +995 32 2 88 00 81
„ონლაინ კლინიკის“ მომსახურებით სარგებლობა შეეძლებათ არა მხოლოდ საქართველოს მაცხოვრებლებს, არამედ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებსაც.

„ონლაინ კლინიკა“ „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში „საპარტნიორო ფონდმა“ 70 ათასი ლარით დააფინანსა, პროექტის ჯამური ღირებულება 80 ათას ლარს შეადგენს.

„ონლაინ კლინიკა“ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და „სტარტაპ საქართველოს“ დირექტორმა ვაჟა მენაბდემ პროექტის ავტორთან არჩილ შველიძესთან ერთად გახსნეს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები