| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კატალონიის ჟენერალიტეტის პრეზიდენტის კარლეს პუჩდემონის განცხადებით, კატალონიის დამოკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმი1 ოქტომბერს გაიმართება.
El Mundo-ს ცნობით, პრეზიდენტმა რეგიონის მოსახლეობას უკვე მოუწოდა პროცესში მონაწილეობისკენ და დააფიქსირონ სურთ თუ არა კატალონია დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდეს.
El Pais აღნიშნავს, რომ პუჩდემონი რეფერენდუმის ჩატარებას მაინც აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის ხელისუფლებამ მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, ესპანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებების კარი „ბოლო წუთამდე ღია იქნება“.
აღსანიშნავია, რომ ასეთივე სიტუაციაში კატალონია 2015 წლის შემოდგომაზე აღმოჩნდა, როდესაც კატალონიის პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, თუმცა ორი დღის შემდეგ, ესპანეთის მთავრობამ დადგენილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც რეზოლუცია უკანონოდ მიიჩნია და გააუქმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss