ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
სასამართლომ Philip Morris-ს 92 მილიონის გადახდის ვალდებულება მოუხსნა
9 ივნისი, 2017, 14:27
სასამართლომ Philip Morris-ს 92 მილიონის გადახდის ვალდებულება მოუხსნა

თბილისი (GBC) - სააპელაციო დავა კიდევ ერთმა უცხოურმა თამბაქოს მწარმოებელმა მოიგო. 

 9 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დაასრულა  „ფილიპ მორის საქართველოსა“ და სს „ფილიპ მორის ეს.ეი“-ს საჩივრების განხილვა და  გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რის შედეგადაც კომპანიები სრულად გათავისუფლდნენ 92 მილიონამდე ლარის გადახდის ვალდებულებისაგან.

შეგახსენებთ, მოსარჩელე სს „თბილისის თამბაქო“ დაობდა, რომ კომპანიები სხვადასხვა სახის სიგარეტების რეალიზაციას თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ახდენდნენ, რითაც არღვევდნენ კანონს და ზიანს აყენებდნენ სს „თბილისის თამბაქოს“. 

კომპანიებს 92 მილიონამდე ლარის გადახდა პირველი ინსტანციის სასამართლომ 10 თებერვალს დააკისრა. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები