| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 4% -იან ზრდას ეკონომიკის მინისტრი მნიშვნელოვანს უწოდებს.
გიორგი გახარია ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 4%-მდე ზრდა არ არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, ვინაიდან რეგიონში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ ყველგან კლებაა.
"ჩვენი მიზანია გვქონდეს და აუცილებლად გვექნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უფრო მეტი ზრდა“ - განაცხადა გიორგი გახარიამ და აღნიშნა, რომ 3,8-ჯერ არის გაზრდილი რეინვესტირების მაჩვენებელი.
„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ რომ ბოლო წლების განმავლობაში რეგიონში იყო კლების ტენდენცია პირდაპირი ინვესტიციების კუთხით. საქართველო რეგიონში არის ერთადერთი ლოკაცია, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ის ამბობს, რომ შემცირებული საინვესტიციო აქტივობის ფონზე, ინვესტიციების მაჩვენებლის ზრდა ადასტურებს, რომ საქართველოში ბიზნესის კეთებისთვის კარგი გარემოა შექმნილი.
"საქართველო აგრძელებს მიზნობრივ საინვესტიციო ჯგუფებთან მუშაობა, რათა ქვეყანა მუდმივად დარჩეს საერთაშორისო ინვესტორების ინტერესთა არეალში", - ამბობს მინისტრი.
შეგახსენებთ, 2017 წლის I კვარტალში უცხოელმა ინვესტორებმა 403.3 მლნ. აშშ დოლარი დააბანდეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss