ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბრიჯით ბრინქი: საინვესტიციო დავები უნდა განიხილებოდეს მიუკერძოებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო ინვესტორებს დაკარგავს
9 ივნისი, 2017, 13:07
ბრიჯით ბრინქი: საინვესტიციო დავები უნდა განიხილებოდეს მიუკერძოებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო ინვესტორებს დაკარგავს

თბილისი (GBC) - ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოს  საინვესტიციო დავების მოუკერძოებლად განხილვას ურჩევს.  

ბრიჯით ბრინქი ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო ინვესტორებს დაკარგავს. 

ეს განცხადება ბრინქმა აშშ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გააკეთა, რომელიც  ჰერითიჯისა და მარშალის ფონდების ორგანიზებით ჩატარდა.

"ჩვენ ვიცით, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტურობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოსაზიდად და შესანარჩუნებლად, ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობისთვის. კერძო სექტორი უნდა ენდობოდეს ბიზნესგარიგებებს და პოტენციური საინვესტიციო დავები სასამართლოების მიერ უნდა განიხილებოდეს მიუკერძოებლად და ეფექტურად. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო ინვესტორების დაკარგვის წინაშე დგება," - ციტირებს  ბრიჯით ბრინქს ტელეკომპანია "რუსთავი 2". 

მან სიტყვით გამოსვლისას, მაღალი შეფასება მისცა გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილ საქართველოს წვლილს, ქვეყნის რეფორმებს, თუმცა ასევე ისაუბრა საქართველოს გამოწვევებზე, მათ შორის თავისუფალი სასამართლოს აუცილებლობაზე.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები