ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ზედაზენთან და ბარამბინოსთან ერთად ზაფხულის ფესტივალი იწყება
9 ივნისი, 2017, 12:41
ზედაზენთან და  ბარამბინოსთან  ერთად ზაფხულის ფესტივალი იწყება

თბილისი (GBC) -  „ზედაზენთან“ და   ბარამბინოსთან ერთად  ზაფხულის ფესტივალი იწყება. 

ფესტივალი სტარტს  10  ივნისს ქ. რუსთავიდან აიღებს და 6 ქალაქს მოივლის.

მასპინძელი ქალაქები,  რუსთავი,  გორი, თელავი, ქუთაისი, ზუგდიდი და  ბათუმი    „ზედაზენის“  ლიმონათთან და „ბარამბინოსთან“  ერთად  უამრავ  სიურპრის ჰპირდებიან  პატარებს.

ღონისძიების  ფარგლებში   ყველა  სტუმარს  შესაძლებლობა ექნება დაგემოვნოს "ზედაზენის"ლიმონათი და  "ბარამბინოს" უგემრიელესი ნაყინები, დაესწროს თოჯინების  თეატრს, ჩაერთოს სახალისო ექსპერიმენტებში და სხვადასხვა შემეცნებით - გასართობ ღონისძიებებში. იმოგზაუროს  ზღაპრის გმირებთან ერთად ბავშვობის  ჯადოსნურ  სამყაროში.

ლიმონათის ზუზუნა ბუშტუკი და ყველაზე მხიარული ბარამბინოს ბიჭუნა მთელი  ღონისძიების განმავლობაში  იზრუნებენ თქვენი პატარების  განწყობაზე. 

ზაფხულის ფესტივალი პირველ ივლისს  ბათუმში ერას მოედანზე დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის ფესტივალი ყოველწლიურია (მეხუთედ ტარდება) და წელს წინა წლებთან შედარებით ბევრად მასშტაბურია. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ზაფხულის ფესტივალის გრაფიკი :

10 ივნისი - ძველი რუსთავი (მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორია), დასაწყისი 18:00 სთ
16 ივნისი - გორი (სტალინის ბაღში, შადრევნებთან), დასაწყისი 18:00 სთ
18 ივნისი - თელავი (თეატრის მიმდებარედ), დასაწყისი 18:00 სთ
24 ივნისი - ქუთაისი (ბალახვანი, ასსაფეხურიან კიბესთან), დასაწყისი 18:00 სთ
25 ივნისი - ზუგდიდი (იუსტიციის სახლის მიმდებარედ - პარკში), დასაწყისი 18:00 სთ
1 ივლისი - ბათუმი (ერას მოედანი), დასაწყისი 18:00 სთ

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები