ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბექა გონაშვილი: მეცხვარეების 3.5- წლიანმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო
9 ივნისი, 2017, 12:31
ბექა გონაშვილი: მეცხვარეების 3.5- წლიანმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო

თბილისი (GBC) – ვერავის ქილიკს ვერ მივიღებ, ასეთი ბედნიერი დღე დიდიხანია არ მქონია, - ასე აფასებს  მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე  ბექა გონაშვილი მთავრობის ინიციატივას ცხვრის ექსპორტთან დაკავშირებით კარანტინის წესების გამკაცრებაზე.

ბექა ამბობს, რომ მეზობელი ქვეყნებიდან ცხვირს შემოყვანის და ექსპორტზე ქართულის სახელით გაყვანის აკრძალვაზე ბრძოლას 3.5 წელი მოანდომეს და მედიის დიდი დახმარებით შედეგს მიაღწიეს.

„არამხოლოდ სომხეთიდან, არამედ აზერბაიჯანიდან და რუსეთიდანაც შემოჰყავთ ცხვარი და ქართულის სახელით ყიდიან. ამით ერთის მხრივ ირღვევა კანონი, მეორეს მხრივ წყალში გადაყრილია ჩვენი ფული, ის მილიონები რასაც სახელმწიფო ცხვრების უფასო ვაქცინაციისთვის ხარჯავს. საქართველოს ევროკავშირშიც და არაბულ ქვეყნებშიც უკვე გვაღიარებენ კეთილსაიმედო ქვეყნად, ეს სტატუსი კი, უკანონო ექსპორტს და ერთეულების ჯიბის გასქელებას ეწირება“, - აღნიშნავს ბექა.

მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ქართულ ცხვარს კიდევ ერთი ბაზარი გაეხსნა - ბაჰრეინი, სადაც 1 თვითმფრინავით ცხვარი უკვე გადაიყვანეს და დაახლოებით 2 კვირაში კიდევ ელიან ახალი პარტიის გაგზავნას.

„მათი მხრიდან დიდია მოწონება და იმედი გვაქვს ექსპორტი გაგრძელდება“ , - აცხადებს ბექა, აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევა, როდესაც ბაჰრეინში საქართველოდან ცხვარი გაიგზავნა.

მისი თქმით, მეცხვარეებს ცხვრის გაყიდვა ივნისი-ივლისიდან ოქტომბრამდე პერიოდში სურთ, როდესაც ცხვარი გარკვეულ კონდიციამდე ადის (30-35 კგ). უფრო გვიან შემოდგომაზე კი, მეცხვარეებს ხარჯები ეზრდებათ და ზარალზე გადიან.

როგორც ხუთშაბათს სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, გამკაცრდება კარანტინის წესები და  ფაქტობრივად გამოირიცხება შემთხვევები, როცა საქართველოდან ქართულის სახელით გავა ექსპორტზე უცხო ქვეყნიდან შემოყვანილი ცხვარი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები