| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, უახლესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი, ევროპული სტანდარტების რადიოთერაპიისა და ბირთვული მედიცინის ცენტრი იხსნება.
ცენტრის გახსნისთვის 25 მილიონ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც არასამედიცინო კომპანიების მიერ განხორციელებული უპრეცედენტო ინვესტიციაა ქართულ მედიცინაში.
ცენტრში დანერგილი აპარატურა საშუალებას იძლევა ადრეულ სტადიაზე მოხდეს სიმსივნის დიაგნოსტიკა და მისი მაღალეფექტური მკურნალობა.
ასევე აღსანიშნავია, რომ ამბულატორიულ მომსახურებასთან ერთად კლინიკა პაციენტებს სთავაზობს სტაციონარულ მკურნალობასაც ბირთვული მედიცინის კუთხით.
ახალ ჰოსპიტალში დასაქმებულია 30-მდე ექიმი, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური გადამზადება. ჰოსპიტლის სამედიცინო მართვისათვის მოწვეულია თურქეთის ერთ ერთი წამყვანი კლინიკა (ლივ ჰოსპიტალი), რომლის ექიმები, სამედიცინო ფიზიკოსები და ტექნიკოსები უზრუნველყოფენ მკურნალობის საერთაშორისო დონის სტანდარტებს. სხივური თერაპიის მიმართულებას ხელმძღვანელობს პროფესორი მერდან ფაიდა – სხივური მედიცინის მიმართულების წამყვანი სპეციალისტი თურქეთის სამედიცინო სფეროში.
ჰოსპიტალის მენეჯემენტი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ იგივე ხარისხის მომსახურება, რასაც ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში მიიიღებენ.
კლინიკაში მოსული თითოეული პაციცენტის მკურნალობის სტრატეგია ისაზღვრება „ტუმორ ბორდი“-ს მიერ, რომელიც შედგება უცხოელი და ქართველი პროფესორებისგან.
ცენტრის გახსნის ცერემონია 9 ივნისს, 16:00 საათზე გაიმართება.
.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss