ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ბათუმში მსოფლიოში ცნობილი ამერიკული ბრენდის - SUBWAY რესტორანი იხსნება
8 ივნისი, 2017, 21:10
ბათუმში მსოფლიოში ცნობილი ამერიკული ბრენდის - SUBWAY რესტორანი იხსნება

 

თბილისი (GBC) -  მსოფლიოში ცნობილი ამერიკული ბრენდი - SUBWAY  აჭარაში შედის. 

რესტორანი ბათუმი მოლის შენობაში განთავსდა. მისი გახსნისთვის ფრენჩაიზის ლიცენზიის მფლობელმა ადგილობრივმა ინვესტორმა ჯამში 500 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა და 20-მდე ადამიანსაც, ძირითადად სტუდენტებს, დაასაქმებს.

ბრენდის პირველი რესტორანი ბათუმში, 12 ივნისს, 19 საათზე გაიხსნება. სპეციალურად გახსნისთვის რესტორანში 2 მეტრი სიგრძის გიგანტური სენდვიჩი მომზადდება .

ცერემონიალს აჭარს მთავრობის წარმომადგენლები, საპატიო სტუმრები და საქართველოში SUBWAY წარმომადგენლები  გივი ორდენიძე და გიორგი ჯინჭველაშვილი დაესწრებიან.   

ზღვისპირა ქალაქში ამერიკული ბრენდის შესვლა მნიშვნელოვანია, რადგანაც ტურისტების ზრდასთან ერთად სწრაფი კვების ცნობილ ბრენდებზე მაღალი მოთხოვნაა, რისი ნაკლებობაც ქალაქში იგრძნობოდა. 

"SUBWAY -ს რესტორანი მომხმარებლებს ახლად მომზადებულ, უგემრიელეს სედნივჩებს, სალათებს და ორცხობილებს შესთავაზებს. “საბვეი”-ს სენდვიჩები ყოველდღიურად, ადგილზე გამომცხვარი პურის რამდენიმე სახეობით, მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით და ახლად დაჭრილი ბოსტნეულის გამოიყენებით მზადდება. სენდვიჩების და სალათების მომზადება უშუალოდ მომხმარებლის თვალწინ და მისი გემოვნებით ხდება. რესტორანში წარმოდგენილია ყავისა და გამაგრილებელი სასმელების ფართო არჩევანი", - აცხადებენ ბრენდის წარმომადგენლობაში. 

უახლოესი ორი წლის განმავლობაში დამატებით კიდევ  SUBWAY -ს 2 რესტორნის გახსნა და შესაბამისად 40-ამდე ადამიანის დასაქმება იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ამჟამად SUBWAY-ს  5 რესტორანი ფუნქციონირებს და ხუთივე თბილისშია წარმოდგენილი.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები