ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თესლის მსოფლიო წარმოება წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს
8 ივნისი, 2017, 17:19
თესლის მსოფლიო წარმოება წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს

თბილისი (GBC) - სურსათის გლობალური ბაზრები კარგად დაბალანსებულია – ხორბლის და სიმინდის მიწოდება ჭარბია, ხოლო ზეთოვანი თესლის წარმოება ძალებს იკრებს, - აცხადებს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია.

FAO –ს ცნობით, საზღვაო გადაზიდვის ხარჯებისა და იმპორტის მოცულობის ზრდის შედეგად, სურსათის გლობალური იმპორტი წელს1.3 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბებს, რაც 10.6%-ით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს.

ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების, დაბალშემოსავლიანი და სურსათის დეფიციტის მქონე ქვეყნების და აფრიკის სუბსაჰარას რეგიონის ქვეყნების სურსათის იმპორტი იზრდება. ეს განპირობებულია ხორცის, შაქრის, რძის პროდუქტების და ზეთოვანი თესლების იმპორტის ზრდით. 

პროგნოზით, გაიზრდება იმპორტი სურსათის ყველა კატეგორიაში, გარდა თევზისა, რომელზეც ბევრ განვითარებულ ქვეყანაში იზრდება მოთხოვნა და ამ ზრდას ფეხს უწყობს ადგილობრივი აკვაკულტურის სექტორის ძლიერი ზრდა.

მაისში, პირველად სამ თვეში, გაიზრდა სურსათზე გლობალური ფასები – FAO-ს სურსათის ფასების ინდექსმა – რომელიც, ასევე, დღეს გამოქვეყნდა -  172.2 პუნქტი შეადგინა მაისის თვეში, რაც 2.2%-ით აღემატება აპრილის მაჩვენებლს, ხოლო 10%-ით – 2016 წლის მაისის ინდექსს.

FAO-ს სურსათის ფასის ინდექსი არის შეწონილი სავაჭრო ინდექსი, რომელიც ასახავს ხუთი ძირითადი სასურსათე ჯგუფის საერთაშორისო საბაზრო ფასებს. ეს ჯგუფებია მარცვლეული, მცენარეული ზეთი, რძის პროდუქტები, ხორცი და შაქარი. მაისში ფასები გაიზარდა ყველა ჯგუფში, გარდა შაქრისა.

არსებული პროგნოზით, სტაბილური იქნება ხორბლის საერთაშორისო ფასები, განსაკუთრებით სეზონის პირველ ნახევარში, ხოლო მარცვლეულის წარმოება თითქმის რეკორდულ დონეს უახლოვდება და შედეგად, ძირითად ექპორტიორებს მკვეთრი კონკურენციის გაწევა მოუწევთ ერთმანეთისთვის. ჭარბი იქნება ბრინჯის მიწოდებაც, ხოლო მარაგები შემცირდება, რადგან ზოგიერთი ექსპორტიორი საჯარო მარაგებს ამცირებს.

თესლის მსოფლიო წარმოება რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს  2016/17  წლებში, რადგან სოიოს მარცვლის მოსავალი გამორჩეულად მაღალია და გლობალური მარაგების შევსების შესაძლებლობას იძლევა. პირველი ნიშნებით, ბაზარზე მიწოდება საკმაოდ კარგი იქნება 2017/18 წლებშიც, რითაც გაგრძელდება ფასებზე წნეხი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ხორცის მსოფლიო წარმოება სტაგნაციაშია ზედიზედ მესამე წელიწადია, რისი მთავარი მიზეზიც არის ჩინეთში წარმოების შემცირება, რაც გაზრდის იმპორტს აშშ-დან და ბრაზილიიდან.

ამავდროულად, მოსალოდნელია რძის მსოფლიო გამოშვების ზრდა 1.4%-ით 2017 წელს, რაც განპირობებული იქნება ინდოეთში წარმოების გაფართოებით.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები