ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სოლიდარობის ფონდი და თიბისის გალერეა ხვალ თინათინ კობახიძის პერსონალური გამოფენას უმასპინძლებენ
8 ივნისი, 2017, 15:23
სოლიდარობის ფონდი და თიბისის გალერეა ხვალ  თინათინ კობახიძის პერსონალური გამოფენას უმასპინძლებენ

თბილისი (GBC) - 9 მაისს, საქართველოს  სოლიდარობის ფონდის დაბადების დღეს, 19.00 საათზე, თიბისი ბანკის საგამოფენო დარბაზში (მარჯანიშვილის ქ. #7) გაიმართება თინათინ კობახიძის პერსონალური გამოფენა - "360 გრადუსი".


ღონისძიება საქველმოქმედოა და შემოსული თანხის ნაწილი გადაირიცხება სოლიდარობის ფონდში და მოხმარდება  სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდების მკურნალობის დაფინანსებას.

საქართველოს სოლიდარობის ფონდმა 2014 წლის ივნისიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით 700-ზე მეტი საჯარო უწყების, 65 ორგანიზაციის, მათ შორის 53 კერძო კომპანიის მხარდაჭერით, 10 მილიონ ლარზე მეტი თანხის მობილიზება და სიმსივნით დაავადებული 390 ბავშვის და 21 წლის ასაკის ჩათვლით ახალგაზრდის დაფინანსება შეძლო.

სოლიდარობის ფონდის შექმნიდან დღემდე საქართველოში ონკოლოგიური დაავადების მქონე არცერთი ბავშვი და ახალგაზრდა უსახსრობის გამო არ დაღუპულა. ეს ისტორიული შედეგია, რომელიც  ათიათასობით ჩვენი მოქალაქის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი და  ამ  შედეგის  შენარჩუნებისთვის  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის მხარდაჭერა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები