| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის E-TIR დერეფანი ამოქმედდება.
საკითხზე შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა და საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის კავშირის (IRU) გენერალურმა მდივანმა უმბერტო დე პრეტომ ისაუბრეს.
განიხილეს TIR პროცედურების კომპიუტერიზაციის დანერგვის საკითხი და აღინიშნა, რომ საქართველო მზადაა რეგიონულ პილოტურ პროექტში ჩაერთოს.
"პროექტის თანახმად, აღნიშნულ ქვეყნებში ე.წ. E-TIR დერეფნის შეიქმნება და შესაბამისად, TIR წიგნაკებს ელექტრონული სერვისები ჩაანაცვლებს, რაც აღნიშნულ ქვეყნებს შორის, გაამარტივებს და დაჩქარებს ტვირთების მიმოსვლის პროცედურებს", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
TIR წიგნაკების ეტაპობრივად, ელექტრონული ბარათებით ჩანაცვლება თურქეთის მიმართულებითაც ხორციელდება. პილოტური პროექტი უახლოეს მომავალში საბაჟო გამშვებ პუნქტ სარფში ამოქმედდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss