ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კობახიძე: მკაფიო და მკაცრი კონსტიტუციური ჩანაწერით ქართული მიწა დარჩება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების საკუთრებაში
8 ივნისი, 2017, 12:34
კობახიძე: მკაფიო და მკაცრი კონსტიტუციური ჩანაწერით ქართული მიწა დარჩება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების საკუთრებაში

თბილისი (GBC) - "ერთსულოვნად იქნა მიღებული გადაწყვეტილება მაქსიმალურად მკაფიო და მკაცრი კონსტიტუციური ჩანაწერით დავიცვათ ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების სტრატეგიული ინტერესები, ქართული მიწა დარჩეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს მოქალაქეებისა და მათი გაერთიანებების საკუთრებაში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ყველა ფაქტორის და რაც მთავარია, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით იქნა მიღებული

„ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა ყველა ფაქტორის, მიწის არსებული და პოტენციური საბაზრო ღირებულების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ეკონომიკურ ზრდაში მიწის გასხვისების წვლილის, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის არსებული პრაქტიკის და რაც მთავარია, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით,  იმავე მიზნით, პარლამენტში ინიციატივის წესით შევა კანონპროექტი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირებზე მიწის გასხვისების სათანადო შეზღუდვას.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველი იყო კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვები.

„ ჩვენ დავინახეთ, რომ განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება აქვს საქართველოს საზოგადოებას, მოსახლეობას ამ საკითხის მიმართ და ბუნებრივია, ესეც იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველი ამ გადაწყვეტილების მისაღებად“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მთავარი ინტერესებს შორის სწორი  ბალანსის გამოძებნაა. მისი თქმით, საკითხი ეკონომიკურ ჭრილში იქნა გააზრებული და გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი ფაქტორი იყო ისიც, რომ მიწის გასხვისების წვლილი ეკონომიკურ ზრდასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში მცირეა. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები