| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველო „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით საგადასახადო შეთანხმებებთან დაკავშირებული ღონისძიების დანერგვის შესახებ“ მრავალმხრივ კონვენციას შეუერთდა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა კონვენციას ხელი პარიზში გამართული ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვირეულის დროს მოაწერა.
მრავალმხრივი კონვენცია შემუშავდა 2013 წელს „დიდი ოცეულის“ მიერ ინიცირებული დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის შესახებ (BEPS) პროექტის ფარგლებში, რომლის ძირითადი მიზანია, საერთაშორისო საგადასახადო სფეროში არსებული აგრესიული საგადასახადო დაგეგმარების აღმოფხვრა.
მრავალმხრივი ინსტრუმენტი ითვალისწინებს BEPS-ის პროექტის ფარგლებში შემუშავებული მექანიზმების, საუკეთესო პრაქტიკის და მინიმალური სტანდარტების დანერგვას არსებულ საგადასახადო შეთანხმებებში ცვლილებების შეტანის მეშვეობით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss