ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თენგიზ მეზურნიშვილი: სადაზღვევო და სამედიცინო ბიზნესის კვეთით მომხმარებლის არჩევანი იზღუდება
7 ივნისი, 2017, 16:28
თენგიზ მეზურნიშვილი: სადაზღვევო და სამედიცინო ბიზნესის კვეთით მომხმარებლის არჩევანი იზღუდება

თბილისი (GBC) – „აისი ჯგუფის“ მიერ ჰოსპიტალური სექტორის დატოვებას ფინანსური მომსახურების სეგმენტზე ფოკუსირების სურვილით ხსნის  კომპანიის მაჟორიტარი აქციონერი.

თენგიზ მეზურნიშვილი GBC-სთან ამბობს, რომ მიიღეს გადაწყვეტილება გაემიჯნათ სადაზღვევო და სამედიცინო საქმიანობა, შედეგად აქცენტი ფინანსურ მომსახურებაზე გაკეთდება.

კომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ბევრ ქვეყანაში ეს ორი სექტორი ერთმანეთისგან გამიჯნულია, რაც სწორია, რადგანაც მათი კვეთით იკარგება მომხმარებლის არჩევანის თავისუფლება.

ბიზნესმენი ევროპული ქვეყნების გამოცდილებას იხმობს, აღნიშნავს, რომ საქართველოშიც ევროპული სტანდარტების დანერგვა სურთ და ეს გადაწყვეტილება ახალი აქციონერის ნიდერლანდური საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმისმიერაც მოწონებულია.

მეზურნიშვილი ამბობს, რომ სექტორების გამიჯვნაზე საქართველოშიც დაიწყეს ფიქრი და ვარაუდობს, რომ მომავალში კომპანიების ფლობის  ვერტიკალური ბმა შეიცვლება.

ჰოსპიტალური სექტორიდან გასული „აისი ჯგუფი“ სადაზღვევო ბაზრის ყველა სეგმენტზე გააქტიურდება, განსაკუთრებული აქცენტი კი ავტოდაზღვევაზე გაკეთდება, სადაც სავალდებულო დაზღვევის (პირველ ეტაპზე სატრანზიტო ავტომობილებზე)  შემოღებაზე უკვე აქტიური საუბრებია.

"სადაზღვევო კომპანიებისთვის ყველაზე რთულია გაურკვევლობა, თუმცა დღეს როდესაც ცნობილია სახელმწიფოს მიზნები, მათ შეუძლიათ ამ პოლიტიკის და შეცვლილი თამაშის წესებით დაგეგმონ საკუთარი ბიზნესი“, - აღნიშნავს თენგიზ მეზურნიშვილი, ამბობს, რომ დღეს სამედიცინო მომსახურების სფეროში სახელწიფოს უჭირავს ყველაზე დიდი წილი და ბუნებრივია, აქვს უფლება თავად დაგეგმოს  აქ პოლიტიკა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები