ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველო წელს კიდევ 763.1 გვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტს გეგმავს
7 ივნისი, 2017, 12:32
საქართველო წელს კიდევ 763.1 გვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტს გეგმავს

თბილისი (GBC) - 2017 წლის განახლებული საპროგნოზო ბალანსით, წელს ელექტროენერგიის მოხმარების 7.7%-იანი ზრდაა ნავარაუდევი.

ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული  დოკუმენტი მოიცავს თითოეული ბაზრის მონაწილის გენერაციისა და მოხმარების წლიურ გეგმას.

განახლებულ საპროგნოზო ბალანსში შესული ცვლილებები ითვალისწინებს ქარის სადგურისა და იმ ჰესების გენერაციის გეგმის დამატებას, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა ბალანსის პირველადი ვერსიის დამტკიცების (2016 წლის 28 ნოემბერი) შემდგომ პერიოდში; იმპორტისა და ექსპორტის შეცვლილ მოცულობებსა და მიმართულებებს; ისევე როგორც 2017 წლის პირველი სამი თვის ფაქტიურ მონაცემებს.

განახლებული საპროგნოზო ბალანსის თანახმად, 2017 წელს იმპორტის წილი მთლიან მიწოდებაში 12.9%-ს შეადგენს, რაც დამატებით 763.1 გვტ.სთ. ელექტროენერგიის იმპორტს ითვალისწინებს, საიდანაც 83.1% აზერბაიჯანიდან, ხოლო 16.9% სომხეთიდან იქნება იმპორტირებული.

G&T-ის ცნობით, აღსანიშნავია, რომ 4 თვეში საქართველომ უკვე იყიდა  886.7 გვტ.სთ. ელექტროენერგია, რამაც დაგეგმილ მონაცემებს 7.6%-ით, ხოლო 2016 წლის ჯამურ იმპორტს 85.1%-ით გადააჭარბა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები