| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებში გამონაკლისს ნამახვან ჰესების კასკადისა და კორომხეთი ჰესის პროექტებისთვის დასაშვებად მიიჩნევს.
ფონდმა PPA-ს სახელმწიფოს ფისკალურ რისკებს შორის დაასახელა და მისი რეკომენდაციით, მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების ინიცირებისგან, სანამ არ მოწესრიგდება შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო.
"შემოდგომა-ზამთრის პერიოდის ენერგო დეფიციტის გათვალისწინებით, IMF-მა დაუშვა მოლაპარაკების ეტაპზე მყოფი არაუმეტეს 500 მგვტ. ჯამური სიმძლავრის პროექტებისთვის ხელშეკრულებების გაფორმება, მხოლოდ იმ პირობით, რომ გარანტირებული შესყიდვის პერიოდი წელიწადში 8 თვეს, ხოლო ერთი კვტ.სთ.- ის შესასყიდი ფასი 6.0 აშშ ცენტს არ აღემატება. გამონაკლისი შეიძლება დაიშვას მხოლოდ ორი პროექტისთვის, ნამახვან ჰესების კასკადი და კორომხეთი ჰესი, ფისკალური რისკების დეტალური ანალიზისა და შეფასების პირობით", - აღნიშნავს G&T.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss