ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თურქეთმა  ელექტროენერგიის ექსპორტიორებისთვის მიმზიდველობა დაკარგა
7 ივნისი, 2017, 10:35
თურქეთმა  ელექტროენერგიის ექსპორტიორებისთვის მიმზიდველობა დაკარგა

თბილისი (GBC)  - თურქეთი ელექტროენერგიის ექსპორტიორებისთვის მიმზიდველი აღარ არის, მიზეზი თურქეთის ბაზრის მერყევი ფასებია, რამაც ექსპორტის მსურველი კომპანიების რიცხვი შეამცირა.

G&T-ის ცნობით, მაისში  თურქეთის მიმართულებით ექსპორტის აუთვისებელმა სიმძლავრემ (ATC) 4 მგვტ. შეადგინა (250 მგვტ.-დან).

„ამ მიმართულებით ექსპორტის ძირითადი მსურველები ის კომპანიები არიან, ვისაც აქვთ პრიორიტეტული წვდომა საქართველო-თურქეთის შემაერთებელ ელექტროგადამცემ ხაზ „მესხეთზე“. ზედიზედ მეორე წელია, რაც ერთ-ერთი ასეთი კომპანია, შპს „საქართველო-ურბან ენერჯი“ (ფარავანჰესის მფლობელი), უარს აცხადებს ექსპორტის პრიორიტეტულ უფლებაზე მაისი- ივლისის გარდა პერიოდისთვის, თავისი შემოსავლის კვტ.სთ.-ზე დაახლოებით 4.5 აშშ ცენტის ფარგლებში დასაზღვევად და ქვეყნის ენერგოდეფიციტის შესავსებად”, - აცხადებს G&T-ს ანალიტიკური ჯგუფი.

აღსანიშნავია, რომ აპრილში საბაზრო ფასი თურქეთში გაიზარდა 22.2%-ით ადგილობრივ ვალუტაში, თუმცა ლირის გაუფასურების გამო დოლარში წლიურად მაინც  5.2%-ით შემცირდა და კვტ.სთ.-ზე 4.1 აშშ ცენტი შეადგინა. საქართველოში  კი, ელექტროენერგიის საბალანსო ფასი თითქმის უცვლელი დარჩა (+0.7% წ/წ) და კვტ.სთ.-ზე 4.7 აშშ ცენტი იყო.  

G&T აღნიშნავს, რომ მიმზიდველი საექსპორტო ბაზარია სომხეთი, სადაც  ექსპორტს, კერძო კომპანია სსეკ-ის გარდა, ესკოც ახორციელებს.

2017 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში სომხეთიდან იმპორტირებული ენერგიის (116.3 გვტ.სთ) სანაცვლოდ ესკო განახორციელებს ელექტროენერგიის ექსპორტს სომხეთში მაისში და ივნისში. იმპორტის საფასურის ექსპორტით გადახდის პრაქტიკას ესკო აზერბაიჯანიდან 2012 წელს იმპორტირებული ენერგიისთვისაც იყენებს, რომლის საფასურის დაფარვასაც 2016-17 წლებში თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტით ახორციელებს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები